The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა თავაძე

ზაზა თავაძე
დაბადების თარიღი:9 თებერვალი, 1975  (49 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა საქართველოს ღია ჰუმანიტარული ინსტიტუტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით, იურისტის კვალიფიკაციით 1996 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის გერმანულენოვანი მაგისტრატურა 2002 წელს; 2006-2007 წწ. სწავლობდა EC-თბილისის პოლიტიკურ სწავლებათა სკოლაში (საქართველო, თბილისი - საფრანგეთი, სტრასბურგი); 2008-2010 წწ. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, მიიღო ბიზნესის მართვის მაგისტრის აკადემიური ხარისხი საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი საჯარო სამართალში (2017); ვიურცბურგის იულიუს-მაქსიმილიანეს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი საჯარო სამართალში (2019). 

1999 წელს იყო ზესტაფონის რაიონის საკრებულოსა და გამგეობის აპარატის იურისტი, საორგანიზაციო განყოფილების უფროსი; 1999-2000 წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილორივ თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან მუშაობის იმერეთის რეგიონალური განყოფილების მრჩეველი; 2000-2004 წწ. თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს სამართლებრივ საკითხთა სექტორის წამყვანი სპეციალისტი; 2004 წელს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; 2004-2007 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შემდეგ კი – ამავე დეპარტამენტის უფროსი; 2007-2008 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი; 2008-2010 წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრის მოადგილე; 2010 წლის 30 მარტიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი (უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა 2010 წლის 15 ივნისს,  ფიცის დადების დღიდან); 2010-2016 წწ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე; 2016-2017 წწ. ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის თავმჯდომარე; 2016 წლის 20 ოქტომბრიდან არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე; 2017 წლიდან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; გამოქვეყნებული აქვს სტატიები: "შეჯიბრებითობის პრინციპის ფარგლები სისხლის სამართლის საქმეებში: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების ანალიზი" (gruni.edu.ge), "საკუთრების უფლების შეძენა უძრავ ქონებაზე - კონსტიტუციური ბალანსი თავდაპირველი მესაკუთრისა და კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებს შორის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის N3/4/550 გადაწყვეტილების ანალიზი" (lawandworld.ge), "A PRIORI MODEL OF CONSTITUTIONALITY REVIEW IN GEORGIA: SYSTEMIC ASPECTS AND POTENTIAL SHORTCOMINGS (წინასწარი საკონსტიტუციო კონტროლის მოდელი საქართველოში: სისტემური მახასიათებლები და პოტენციური ხარვეზები eujournal.org)"; ასევე არის წიგნის რედაქტორი -  "ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკა ევროპული კავშირის სამართალში". სამართალმცოდნე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი (2018).

სადისერტაციო თემა - "წინასწარი საკონსტიტუციო კონტროლის არსი, მისი სისტემური მახასიათებლები და განვითარების პერსპექტივები საქართველოში".

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ- გვერდი: constcourt.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, თავმჯდომარის მოადგილე (2010-2016)
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, თავმჯდომარე (2016-)
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლის ჟურნალის სარედაქციო საბჭო, თავმჯდომარე (2018-)
  • შავი ზღვის და ბალტიისპირეთის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართმსაჯულების ასოციაციაცია (BBCJ), თავმჯდომარე (2018-2019)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: