შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ კვაჭანტირაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კონჭკათი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. 1941 წლიდან მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში: სტალინგრადის, კალინინის, ყირიმის ბრძოლებში. განსაკუთრებით გამოჩინა თავი 1944 წელის ზაფხულში ბელორუსიაში ვიტებსკის ოლქის გათავისუფლებისას; სულ კვაჭანტირაძის ანგარიშზე 542 განადგურებული მოწინააღმდეგეა; ასეთ შედეგს მხოლოდ ერთეულებმა მიაღწიეს მეორე მსოფლიო ომის დროს; 1946 წლის იანვრიდან მუშაობდა კოლმეურნეობის თავმჯდომარედ მშობლიურ სოფელში, გურიანთაში; ბალტიისპირეთის 1-ლი ფრონტის 43 არმიის 179-ე მსროლელი დივიზიის 259 მსროლელთა პოლკის სნაიპერი, ზემდეგი; მეორე მსოფლო ომის ერთ-ერთი გამორჩეული სნაიპერი. დაჯილდოებულია მედლებითა და ორდენებით. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.-თბ.,1980.- გვ. 491; soviet-aces-1936-53.ru; წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 657; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |