შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალბერტ წიკლაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ელექტრული ტრანსპორტის ფაკულტეტი რკინიგზის ტრანსპორტის ელექტრიფიკაციის სპეციალობით 1958 წელს. 1958 წლის აგვისტოდან იმავე წლის დეკემბრის ბოლომდე მუშაობდა ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზის სადგურ ტუაპსეს სალოკომოტივო დეპოში ელმავლის მემანქანის თანაშემწედ; 1959-1986 წწ. თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს (შემდგომში - სს "ელმავალმშენებლის" შპს "ელექტროტრანსპროექტი") ინჟინერ-კონსტრუქტორად, უფროს ინჟინერ-კონსტრუქტორად, ელმავლის ურიკების სექტორის უფროსად, ელმავლის მექანიკური ნაწილისა და მოწყობილობების განლაგების განყოფილების უფროსის მოადგილედ, 1986 წლიდან - ამავე განყოფილების უფროსად. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.156 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |