შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ კუბლაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფსიქოლოგის სპეციალობით 1975 წელს. 1976-1977წწ. თსუ სოციალური კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1984წწ. კითხულობდა ლექციათა კურსს ფსიქოლოგიაში თელავის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1984 წლიდან ჟურნალ "სკოლა და ცხოვრების" რედაქტორი; 1984-1990წწ. ფილოსოფიის ისტორიასა და ლოგიკაში მცხეთის სასულიერო სემინარიაში; 1990-1991წწ. საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, მაჟორიტარი, გლდანის რაიონის ავჭალის N10 საარჩევნო ოლქი; სახელმწიფო გადატრიალების (1991-1992, დეკემბერ-იანვარი) შემდეგ განიცდიდა პოლიტიკურ დევნას. დევნილი უზენაესი საბჭოს გროზნოს (1992-1993), ზუგდიდის (1993) და თბილისის (1998-2005) სესიების მონაწილე. 2001-2002წწ. პოლიციის აკადემიის სამხედრო კათედრის სამხედრო ფსიქოლოგიის ლექტორი. მოთხრობებისა და პუბლიცისტური წერილების ავტორი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015.- თბ.-2015.-გვ. 217; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 217 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |