შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯუმბერ უნგიაძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა მოსკოვის მეორე სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს. 1981-1983წწ. იყო მოსკოვის მეორე სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1983-1986წწ. მოსკოვის საკავშირო დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის ცენტრის ასპირანტი და მეცნიერ-თანამშრომელი. 1991 წლიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ექსპერტი მეანობა-გინეკოლოგიის დარგში; 2008 წლიდან ქ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრის სამეანო–გინეკოლოგიური განყოფილების გამგე, შპს ჯანმრთელობის ცენტრი "მედინა" - დირექტორი. დოცენტი, 2009 წლიდან სრული პროფესორი. 63 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საშვილოსნო-პლაცენტარული სისხლის მიმოქცევის ფუნქციონალური შეფასება ნაყოფის ჰიპოტროფიის მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებაში", დაიცვა 1986 წელს. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.447; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |