The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი უშიკიშვილი

გიორგი უშიკიშვილი
Date of birth:31 March, 1978  (47 years)
Category:Singer, Educator, Folklorist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ახმეტა.

დაამთავრა თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელობის უნივერსიტეტი.

1993 წლიდან იყო მოსწავლეთა სასახლის ქართული ფოლკლორის მასწავლებელი; 1993-1997წწ. ხალხური სიმღერების შემსწავლელი სკოლის პედაგოგი; 1995-1997წწ. საქართველოს ტელერადიო მაუწყებლობის ბავშვთა გუნდისა და 1997-2003წწ. ანსამბლ "ლაშარის" ლოტბარი; 2004 წლიდან საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი. საუკუნის წინანდელი ჩანაწერებით აღადგინა უნიკალური ქართული ხალხური სიმღერები ანსამბლ "ლაშართან" ერთად და გამოსცა კომპაქტ-ალბომის სახით. 2008 წელს დაარსა ქართული ფოლკლორული რადიო. 2004-2013წწ. ხელმძღვანელობდა ფოლკორის სახელმწიფო ცენტრს. 2013 წლიდან სამუშაოდ გადავიდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში, სადაც საავტორო ფოლკ-რუბრიკას უძღვება; მისი საშუალებით გაიცნო მსმენელმა უძველესი ავთენტური ქართული სიმღერები და ცეკვები, რომელიც 2017 წელს 250 გვერდიანი წიგნის და დივიდის სახით გამოსცა, სადაც  ასახულია 60 ფოლკლორული ავთენტური ანსამბლი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან. მუსკალური ტელეპროექტის "მხოლოდ ქართული"-ს ჟიურის წევრი (2017), ქართული ხალხური გუნდის ლოტბარი, საერთაშორისო ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.448; fortuna.ge

Awards and Honors

  • წინანდლის პრემია
  • ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
  • ღირსების ორდენი

Share: