The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე მდივანი

ალექსანდრე მდივანი
დაბადების თარიღი:1892
გარდაცვ. თარიღი:3 აპრილი, 1938  (46 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ძეგვი, მცხეთის მუნიციპალიტეტი.

იყო ქალაქ თბილისის საბჭოს წევრი, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ხელი მოაწერა 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტს. ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ მსახურობდა თბილისის ორჯონიკიძის რაიონის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შტაბის უფროსად. გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობის და ანტისაბჭოთა კონტრრევოლუციურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. რუსეთის იმპერიის და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის ოფიცერი, კაპიტანი.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.266

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭო (პარლამენტი), წევრი

გააზიარე: