შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ თოთიბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1983 წელს პირველად იღებს მონაწილეობას გამოფენაში, რომელიც ჩატარდა გამომცემლობა "მერანის" საგამოფენო დარბაზში; სტუდენტობის პერიოდში შექმნილი მისი ორი ნამუშევარი "ჯვრის მონასტერი" და "ბავშვობა" ინახება ქ. საარბრიუკენის მერიის კოლექციაში; 1987-1988წწ. პრაქტიკას გადიოდა პრაღაში და ვარშავაში, ხოლო სადიპლომო ნამუშევრის დაცვამდე კვალიფიკაციის ასამაღლებლად იმყოფებოდა კრაკოვში, მოსკოვში, ლენინგრადში, რიგაში და იურმალაში პროფესორ კოკა იგნატოვის ხელმძღვანელობით; 1988 წელს მონაწილეობას იღებს მოსკოვის კრემლის, ხარების სახელობის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ილია გლაზუნოვი; სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ მუშაობას იწყებს საქართველოს დიზაინისა და ერგონომიკის ინსტიტუტში, გრაფიკის სტუდიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე; ამის პარალელურად, მუშაობს ფერწერაში და დაზგურ გრაფიკაში, აფორმებს საბავშვო ჟურნალ "ჯეჯილს"; 1993 წელს მისი ხელნაწერი და ილუსტრირებული ორი პოემა "თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში" და "ორი ქართველი" ზურაბ კალანდაძის თაოსნობით გამოიცა ჰოლანდიაში. 1989 წელს მონაწილეობს მსოფლიო კარიკატურისტთა ყოველწლიურ კონკურსში სტამბოლში, რომელიც ტარდება აიდნა დოვგანის სახელობის კარიკატურის მუზეუმში; შესულია მსოფლიო კარიკატურისტთა კატალოგში; 1994 წელს მონაწილეობას იღებს მოსკოვში გამართულ ალექსანდრე პუშკინისადმი მიძღვნილ ბიენალე "პუშკინიადაში", სადაც მის მიერ დასურათებულმა ხელნაწერმა წიგნმა მიიღო პირველი ადგილი და იმავე წელს იქნა გამოცემული; 2000 წელს მისი მეთაურობით იქმნება ჟურნალი "მონადირე", რომელიც პირველი ქართული ბეჭდური გამოცემაა ამ თემატიკასთან დაკავშირებით; საქართველოს მონადირეთა კავშირისთვის შექმნილი აქვს არაერთი პლაკატი, კატალოგი, სიგელისა თუ დიპლომის მაკეტი; 2003 წელს გამოიცა ოტია იოსელიანის წიგნი "კოკა წყალზე ტყდება", რომელიც მთლიანად გააფორმა ზ. თოთიბაძემ; იმავე წელს გამოიცა მის მიერ ილუსტრირებული ერიჰ კესტნერის "ტყუპთა ოინები"; შექმნილი აქვს უამრავი ეტიკეტები და სასაქონლო ნიშნები ღვინისთვის, კონიაკისთვის, ლიმონათისთვის და ფარმაკოლოგიისთვის; 2000 წელს "ზულის" ქარხნის დირექტორისთვის შექმნა სანადირო ვაზნის "ჰუბერშტუსის" სარეკლამო პლაკატი; მუშაობდა არქიტექტურულ კომპანია "ფრონტონში", რომელსაც გია ქინქლაძე ხელმძღვანელობდა; ამავე პერიოდში მან გააფორმა თბილისში მდებარე გერმანული ლუდის რესტორან "შტუტგარტის" ინტერიერი; 2004 წლიდან აქტიურად მუშაობს ხატწერაში და ქმნის და ანახლებს ეკლესიებისთვის ქართულ ხატებს; მხატვარი-ანიმალისტი, გრაფიკოსი და ხატმწერი. წყარო: თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: art.gov.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |