The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აგი აბაშიძე

აგი აბაშიძე
ოფიციალური სახელი:გიორგი აბაშიძე
დაბადების თარიღი:16 თებერვალი, 1934  (90 წლის)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადილი: ქ. თბილისი.

გიორგი აბაშიძე პირველი ქართული ექსპედიციის მონაწილეა, რომელმაც იაპონიის მწვერვალები (ფუძიამა, ჰოდაკა) დალაშქრა (1966) კავკასიონის, პამირისა და ტიან - შანის მთებში თანაგუნდელებთან ერთად ურთულესი გზებით განახორციელა მრავალი პირველსვლა, მათ შორის 5 ახალი მარშრუტი გაკვალა შხარის მასივზე; საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ახალი ქართული ლიტერატურის განყოფილების გამგე; ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ლიტერატურის ისტორიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ილია ჭავჭავაძის კვლევის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი. ალპინისტი, ორგზის მესამე (1969, 1973)და ორგზის მეორე (1975, 1977) პრიზიორი სასიმაღლო, კლდოვან და ტექნიკურ კლასებში. მსახიობ ლევან აბაშიძის მამა.

წყარო: ქართული სპორტის სტატისტიკა: sportstat.gov.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2006 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა, ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა
    ილია ჭავჭავაძე : ცხოვრება და ღვაწლი / გიორგი აბაშიძე.-თბილისი : 2005.-286გვ.
  • 1976 - სსრკ ჩემპიონი, ტრავერსების კლასი (სუღრანის დიდი ნალი)
  • 1957 - სსრკ ჩემპიონი, ტრავერსების კლასი (პამირი, დარვაზის ქედი)
  • საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი

გააზიარე: