The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ანდრიაძე

თეიმურაზ ანდრიაძე
დაბადების თარიღი:9 ივლისი, 1954  (69 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1977 წელს და ასპირანტურა.

ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. 1992-1995წწ. ისნის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე. 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის თვითმართველობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე; პარლამენტის წევრი საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით; სახელმწიფო მინისტრის მოადგილე (2003). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 66; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)

გააზიარე: