The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი არველაძე

გიორგი არველაძე
დაბადების თარიღი:10 ივლისი, 1978  (45 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 1999 წელს და მაგისტრატურა 2000 წელს; საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ინსტიტუტი სპეციალობით სახელმწიფოს მართვა.

1998-2000წწ. თსუ-ის საერთაშორისო  ურთიერთობების ფაკულტეტის ბაზაზე არსებული საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ანალიტიკური ცენტრი. 2000-2001წწ. მუშაობდა საქართველოს პარლმენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის უფროს სპეციალისტად. 2001-2003წწ. პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი; 2002-2003წწ. ქ. თბილისის საკრებულოს წევრი; 2003-2004წწ. საქართველოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი-საქართველოს პრეზიდენტის პრეს-მდივანი; 2004-2005წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2005-2006წწ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი; 2006-2008წწ. ეკონომიკური განვითარების მინისტრი; 2009 - "ჯორჯიან მედია ჰოლდინგის" გენერალურ დირექტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ. 69; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2005)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2004-2005)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2004-2005)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", წევრი (2004-2005)

გააზიარე: