The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტახირ არველაძე

ტახირ არველაძე
დაბადების თარიღი:25 თებერვალი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ტყავის ნაკეთობათა ფაკულტეტი.

1971-1980წწ. თბილისის მოდელური ფეხსაცმლის ფაბრიკის მუშა, ინჟინერი, პარტბიუროს მდივანი; 1980-1982წწ. საქართველოს კპ თბილისის საქარხნო რაიკომის პარტკომისიის თავმჯდომარე, მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების გამგე; 1982-1983წწ. თბილისის საქარხნო რაიონის აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1983-1984წწ. საქართველოს კპ ცკ საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორი, ინსპექტორი; 1984-1989წწ. თბილისის საქარხნო რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე; 1989-1991წწ. საქართველოს ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; 1991-1992წწ. საქართველო-ამერიკის ერთობლივი საწარმოს გენერალური დირექტორი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №1.6 სამგორის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ., 2015.-გვ. 69; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის მრეწველობის, მშენებლობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და კომუნალურ მეურნეობის კომისია, წევრი (1992-1995)

გააზიარე: