ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
მიხეილ ჩინჩალაძე
დაბადების თარიღი: | 23 ივლისი, 1913 |
გარდაცვ. თარიღი: | 20 თებერვალი, 2011 (97 წლის ასაკში) |
კატეგორია: | მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი ტყემლოვანა, ჭიათურის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს. 1949 წელს ჩაირიცხა განათლების სამინისტროს პედაგოგიკის მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის ასპირანტურაში აკადემიკოს ვარლამ თოფურიას ხელმძვანელობით; დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. მალე იგი უფროს მეცნიერ-მუშაკად დაამტკიცეს; 1960 წლიდან ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დაწყებითი განათლების, პედაგოგიკისა და მეთოდიკათა ფაკულტეტის დეკანად აირჩიეს; არჩეული იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის დიდი საბჭოს, ფილოლოგიისა და პედაგოგიკის ფაკულტეტის საბჭოების წევრად, განათლების სამინისტროს დაწყებითი განათლების სასწავლო-მეთოდიკური საბჭოს თავმჯდომარედ, ჟურნალ "ქართული ენა და ლიტერატურა არაქართულ სკოლებში" სარედაქციო საბჭოს წევრად; იყო 250-ზე მეტი სამეცნიერო-მეთოდიკური ნაშრომისა და სასკოლო სახელმძვანელოების ავტორი. დაჯილდოებული იყო მრავალი სიგელით და 8 მედლით. დოცენტი (1961), პროფესორი.
წყარო: მიხეილ ჩინჩალაძე - 90 : პროფესორ მ. ჩინჩალაძის ბიოგრაფია და პედაგოგიური მოღვაწეობა //საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის მოამბე . - თბილისი, 2004. - N7. - გვ.8-10; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.183
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემია, ერთ-ერთი დამფუძნებელი, აკადემიკოსი (1995-2011)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2003 - ღირსების ორდენი
- 2000 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
- 1997 - ღირსების მედალი
- 1974 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
- საპატიო ნიშნის ორდენი
ბიბლიოგრაფია
|