The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხათუნა მილორავა

ხათუნა მილორავა
დაბადების თარიღი:21 თებერვალი, 1972  (52 წლის)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი სარეჟისორო სპეციალობით (პედაგოგი ლილი იოსელიანი) 2002 წელს.

2002-2005წწ. მუშაობდა "სამეფო უბნის თეატრში" რეჟისორად, ასევე სპექტაკლებს დგამდა "თეატრი ათონელზე" და "თეატრალურ სარდაფში რუსთაველზე"; თავის დადგმებში ხათუნა მილორავა გამოხატავს "ახალი დრამის" ესთეტიკას, რაც განაპირობებს ახალი თეატრალური ენის ძიებას მის შემოქმედებაში; მისი დადგმები იდგმებოდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატულ თეატრში - My Redbreast (მიხო მოსულიშვილის პიესა "ჩემო მეჟოლია", 2014); თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში - მიხო მოსულიშვილის პიესის "ვაჟა-ფშაველა, ანუ უნახავის დანახვა" საჯარო წაკითხვის რეჟისორი (2013); ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრში "დეჟავუ" (ალექსანდრე გელმანის მიხედვით, 2013); ილიაუნის თეატრში - "სხვისი ცოლი და ქმარი საწოლქვეშ" (თედორე დოსტოევსკის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით, 2011); თეატრი ათონელზე - "შოუ, რომელიც ერთ დროს დაიწყო" (მუზიკლი, 2005); "დაუსრულებელი რომანი" (ალექსანდრე გელმანის "ბაღის სკამი-ს მიხედვით", 2007); "თაღლითები" (ვასილი კრასნოგოროვის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით, 2009); თეატრალური სარდაფში რუსთაველზე - "შიში და სასოწარკვეთილება მესამე იმპერიაში" (ბერტოლდ ბრეხტის პიესების, "ჯაშუში და ებრაელი ცოლის" მიხედვით, 2002); სამეფო უბნის თეატრში - "ჩიტი" (ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით, 1998); "შტოსი" (მიხეილ ლერმონტოვის მოთხრობების მიხედვით, 1999) ; ვოდევილები (ანტონ ჩეხოვის მოთხრობების მიხედვით, 2000); მიღებული აქვს მაყურებლის სიმპათიის პრიზი კამერული თეატრების და მცირე ფორმების სპექტაკლების მეოთხე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე "არტოკრაინა", სპექტაკლისათვის "დეჟავუ", სანკტ-პეტერბურგი (2013).


გააზიარე: