Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ხათუნა მილორავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი სარეჟისორო სპეციალობით (პედაგოგი ლილი იოსელიანი) 2002 წელს. 2002-2005წწ. მუშაობდა "სამეფო უბნის თეატრში" რეჟისორად, ასევე სპექტაკლებს დგამდა "თეატრი ათონელზე" და "თეატრალურ სარდაფში რუსთაველზე"; თავის დადგმებში ხათუნა მილორავა გამოხატავს "ახალი დრამის" ესთეტიკას, რაც განაპირობებს ახალი თეატრალური ენის ძიებას მის შემოქმედებაში; მისი დადგმები იდგმებოდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატულ თეატრში - My Redbreast (მიხო მოსულიშვილის პიესა "ჩემო მეჟოლია", 2014); თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში - მიხო მოსულიშვილის პიესის "ვაჟა-ფშაველა, ანუ უნახავის დანახვა" საჯარო წაკითხვის რეჟისორი (2013); ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრში "დეჟავუ" (ალექსანდრე გელმანის მიხედვით, 2013); ილიაუნის თეატრში - "სხვისი ცოლი და ქმარი საწოლქვეშ" (თედორე დოსტოევსკის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით, 2011); თეატრი ათონელზე - "შოუ, რომელიც ერთ დროს დაიწყო" (მუზიკლი, 2005); "დაუსრულებელი რომანი" (ალექსანდრე გელმანის "ბაღის სკამი-ს მიხედვით", 2007); "თაღლითები" (ვასილი კრასნოგოროვის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით, 2009); თეატრალური სარდაფში რუსთაველზე - "შიში და სასოწარკვეთილება მესამე იმპერიაში" (ბერტოლდ ბრეხტის პიესების, "ჯაშუში და ებრაელი ცოლის" მიხედვით, 2002); სამეფო უბნის თეატრში - "ჩიტი" (ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით, 1998); "შტოსი" (მიხეილ ლერმონტოვის მოთხრობების მიხედვით, 1999) ; ვოდევილები (ანტონ ჩეხოვის მოთხრობების მიხედვით, 2000); მიღებული აქვს მაყურებლის სიმპათიის პრიზი კამერული თეატრების და მცირე ფორმების სპექტაკლების მეოთხე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე "არტოკრაინა", სპექტაკლისათვის "დეჟავუ", სანკტ-პეტერბურგი (2013).
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |