The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თინა არზიანი

თინა არზიანი
დაბადების თარიღი:17 მარტი, 1953  (71 წლის)
კატეგორია:პოლიტიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გეგეჭკორი (ახ. მარტვილი).

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1975 წელს.

1976-1977 წწ. მუშაობდა საქართვლოს უსინათლოთა საზოგადოების რადიო კვანძის რედაქტორად; 1978-1993 წწ. საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის ბიბლიოგრაფად; საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქმეთა მმართველობის საგანგებო სიტუაციების, ლტოლვილთა და განსახლების განყოფილების გამგის მოადგილედ (1993); 1994-1995 წწ. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის საკითხთა სპეციალისტად; 1997-1999 წწ. საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის მთავარი სპეციალისტად; 2000-2004წწ. საქართველოს პარლამენტის წამყვანი სპეციალისტი; 05.02.2004-22.04.2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 17.05.2004-31.08.2009წწ. საქართველოს პარლამენტის წამყვანი სპეციალისტი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015., გვ. 70; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2004)

გააზიარე: