The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი
დაბადების თარიღი:23 თებერვალი, 1992  (32 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 
2007–2011 წლებში, აშშ-ში კალიფორნიის შტატის ქალაქ საკრამენტოში ვარჯიშობდა; კარიერაში ერთეულთა თანრიგში ATP-ის 2 ტურნირი მოიგო; 2018 წლის 29 ივლისს გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელმაც ATP-ის ტურნირის მოგება შეძლო; 2018 წლის 7 ოქტომბერს ჩინეთის ღია პირველობის ფინალში ხუან მარტინ დელ პოტროს ორ სეტში დამარცხებით, კარიერაში ATP-ის მეორე ტურნირი მოიგო და რეიტინგში უმაღლეს – 23-ე ადგილზე გადაინაცვლა; მოგებული აქვს 5 ATP-ის ჩელენჯერის და 10 ITF-ის მამაკაცთა ტურნირი ერთეულთა თანრიგში; გატაცებულია ავიაციით, კინოფილმებით და კულინარიით; პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს მოქმედი მე-40 ჩოგანი, საქართველოს დევისის თასის ნაკრების წევრი.

წყარო: დეივისის თასის ოფიციალურ საიტი: daviscup.comitftennis.com


გააზიარე: