The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სანდრო ელოშვილი

სანდრო ელოშვილი
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ელოშვილი
დაბადების თარიღი:25 თებერვალი, 1988  (37 წლის)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი.

იყო თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ხელმძღვანელის თანაშემწე 2009-2011წწ.; შესრულებული როლები: თეატრალური სარდაფი რუსთაველზე: მათხოვარი - "სამგროშიანი ოპერა" (რეჟისორი ლევან წულაძე); პიონერი - "აკუსტიკა" (რეჟისორი ლევან წულაძე); ბავშვი - "თვითმკვლელი" (რეჟისორი ოთარ ეგაძე); ვასენკა - "სუსტი გული" (რეჟისორი მიკა კიკაჩეიშვილი); კაენი - "ბეწვზე გადარჩენილები" (რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე–შველიძე); კინო და ტელე როლები: ბავშვი - "მარტოობის ორდენის კავალერი" (რეჟისორი გიორგი ხარაბაძე); დადგმული სპექტაკლები: გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი: პოლიკარპე კაკაბაძე "ყვარყვარე თუთაბერი"; ილიაუნის თეატრში დადგმული სპექტაკლი: მარკ კამოლეტი "ფრანგული გარნირი"; თეატრალური სარდაფი რუსთაველზე: ლაშა ბუღაძე "როცა მთავარ გმირს ეძინა"; სამეფო უბნის თეატრი - "ქეთო და კოტე" ედუარდო დე ფილიპოს მიხედვით (ვანო დუგლაძესთან ერთად); ამბროლაურის კულტურის ცენტრი - ბესო ბარათაშვილი "აკუსტიკა"; უკრაინა, კიევი - "გოგოლფესტი", ალექსანდრე ელოშვილი "Blue Orange"; კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელწმიფო დრამატული თეატრი 2015 წლის 10 მარტს: მიხეილ ჯავახიშვილი "ჯაყო - ხვალ ომი იქნება...", რიჩარდ ბაიერი "Mixed emotions", ალექსანდრე ელიგულაშვილი პელეგი "შევხვდებით სამოთხეში"; "მთვრალი ალუბალი" (ავტორი და რეჟისორი, ლევან წულაძესთან ერთად, 2013), ფრიდრიხ დურენმატი "მოხუცი ქალის ვიზიტი",  კარლო გოცი "მეფე–ირემი" (2018). 

წყარო: კოტე მარჯანიშვილის თეატრი: marjanishvili.com


გააზიარე: