შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამუკა ფაჩუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1985 წელს. 1985-1987წწ. იყო გაზეთ "ნორჩი ლენინელის" განყოფილების გამგე; 1987-1989წწ. გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" განყოფილების გამგე, პასუხისმგებელი მდივანი და რედაქტორის მოვალეობის შემსრულებელი; 1989 წლიდან გაზეთების "საქართველო", 1989-1990წწ. "თავისუფალი საქართველო", 1990-1991წწ. "საქართველოს რესპუბლიკა", 1992-1994წწ. "ივერია ექსპრესი" და 1992-2002წწ. "პარლამენტის უწყებანი" მთავარი რედაქტორი; 1994-1996წწ. გაზეთ "კავკასიონის" რედაქტორ-გამომცემელი; 1996-2002წწ. საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი; 2002 წლიდან გაზეთ "24 საათის" გამომცემელი და მთავარი რედაქტორი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.453; cu.edu.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.305 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |