The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიშა ანაშვილი

გრიშა ანაშვილი
ოფიციალური სახელი:გრიგოლ ანაშვილი
სხვა სახელი:გრიგოლ შახნაზაროვი
დაბადების თარიღი:2 აპრილი, 1886  (138 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი, მუშა

ბიოგრაფია

მუშაობდა ქარხნებში ზეინკლად. აქტიურად მონაწილეობდა მუშათა რევოლუციურ მოძრაობაში. 1900-იან წლებში რუქსის მექანიკური ქარხნიდან გაფიცვაში მონაწილეობისათვის გაანთავისუფლეს. 1902 წელს, იარალოვის ქარხანაში ზეინკლის თანაშემწედ მუშაობის დროს, სოციალ-დემოკრატიული პარტიისაგან ექვსეულის ხელმძღვანელობა დაეკისრა (იმ დროს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორგანიზაცია წევრთა ექვსეული უჯრედებისაგან შედგებოდა). იყო გაფიცვების ორგანიზატორი, ხელმძღვანელი, ჰექტოგრაფზე პროკლამაციების მბეჭდავი, არალეგალური ლიტერატურის გამავრცელებელი. ერთ-ერთი დემონსტრაციის დროს, წითელ დროშასთან დგომისათვის გრიგოლ ანაშვილი დაიჭირეს და სხვა მუშებთან ერთად 3 თვით ციხეში ჩასვეს. 1904 წელს დაარსდა თბილისის მაგარსასმელთა ქარხნების მუშათა არალეგალური პროფესიონალური კავშირი, კავშირს ჰქონდა საბეჭდი ჰექტოგრაფი, რომელზეც  გრიგოლ ანაშვილი ბეჭდავა პარტიულ ანგარიშებს და პროკლამაციებს. მან 1912-1913 წლებში გაფიცვა მოაწყო. 1913 წელს გაფიცვის ხელმძღვანელობისათვის ქარხნიდან გაანთავისუფლეს, რის შემდეგაც კახეთის რკინიგზის დეპოში (ნავთლუღში) გადავიდა, სადაც არალეგალური წრეები ჩამოაყალიბა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1921 წელს თბილისის დეპოში გადაიყვანეს. 1901 წელს სცენას დაუახლოვდა. 1902 წლიდან მურაშკის (ავლაბარის) თეატრის სცენაზე გამოდიოდა სირაჯის ("არსენა") და ოსეფას ("ჯერ დაიხოცნენ, შემდეგ იქორწინეს") როლებში. 1903 წლიდან ავჭალის, ხოლო 1909 წლიდან სახალხო სახლის სცენაზე მოღვაწეობდა. 1918 წელს გურჯაანში დააარსა კახეთის რკინიგზის მუშათა თეატრი. 1921 წელს აქტიური მონაწილეობა მიიღო თბილისის წყალსადენის კლუბის დაარსებაში. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: საქო ("მსხვერპლი"), დანტიე ("იმედის დაღუპვა"), ვენდემბაუმი ("პედაგოგები"), ბიგო და გასტონი ("პარიზის ღარიბ-ღატაკნი"), აკოფა ("ხანუმა"), ავეტიქა ("რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), მეეტლე ("ვილჰელმ"), მიხა ლეკი ("სამხედრო ბანაკში"), არუთინა ("გაჭირვების ტალკვესი") და სხვ. 1915 წლის 28 იანვარს სახალხო თეატრმა ისაკ ალიხანაშვილის  სასცენო მოღვაწეობის 10 წლის, ხოლო 1924 წელს - 20 წლის იუბილე აღნიშნა. 1921 წელს, ხელოვნების მთავარი გამგის  განკარგულებით, დაზგასთან მუშაობისაგან გაანთავისუფლეს. 1926 წელს სახალხო სახლში გადავიდა, შემდეგ პროლეტარულ დასში. 1929 წლიდან იყო საქართველოს პროფკავშირთა საბჭოში კომუნალური მეურნეობის კულტგანყოფილების გამგე. რევოლუციონერი. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.150


გააზიარე: