Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვარლამ მოსეშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გუბი, ქუთაისის მაზრა. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1898 წელს. 1910-1911წწ. მივლინებული იყო პარიზში. 1918 წელს აირჩიეს ხარკოვის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის კათედრის პროფესორად. 1918 წელს თბილისის უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ ქართული უნივერსიტეტის პროფესორად მოიწვია. 1918-1919წწ. ასრულებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანის მოვალეობას. 1920 წელს არჩეულ იქნა ფარმაციის კათედრის გამგედ, ხოლო მოგვიანებით სამკურნალო ფაკულტეტის დეკანად. 1930-1943წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაკოლოგიის კათედრას. იკვლევდა სანარკოზო ნივთიერებების მოქმედებას, მცენარეული წარმოშობის სამკურნალო ნივთიერებების გავლენას გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის სისტემებზე და სხვა. დაწერა ზოგადი ფარმაკოლოგიის სახელმძღვანელო. ფარმაკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.284 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |