შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იასონ მოსეშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გუბი, ქუთაისის მაზრა. 1902 წელს დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება და დატოვებული იქნა ქიმიის კათედრაზე. 1919 წელს მოიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ხელმძღვანელობდა არაორგანული ქიმიის კათედრას, სადაც მუშაობდა 1965 წლამდე. მან ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი საქართველოში არაორგანული და ანალიზური ქიმიის სწავლების საქმეს. იგი იკვლევდა საქართველოს ტერიტორიაზე (ქანებში, ნიადაგში, წყლებში) მიკროელემენტების გავრცელების საკითხებს. დაჯილდოებულია სახელმწიფო ორდენითა და მედლებით. პროფესორი (1920). წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.284
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |