შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ფირცხალავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის ლიტერატურისა და ხელოვნების ფაკულტეტი 1980 წელს. 1986-2006წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის ისტორიისა და თეორიის კათედრის პროფესორი; 1994-1998წწ. იყო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ავსტრიის საელჩოს კულტურის ინსტიტუტის გერმანულენოვანი ლიტერატურის პედაგოგი; 1996-1998წწ. თეირანის თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორანტთა ჯგუფის სამეცნიერო ხელმძღვანელი; 2005-2006წწ. ასრულებდა ილია ჭაჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას; 2006-2010წწ. იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენათა ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, კულტუროლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის ისტორიისა და თეორიის კათედრის პროფესორი (1985). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ანტიკურობის რეცეფციის პრობლემა თანამედროვე ევროპულ დრამატურგიაში", დაიცვა 1984 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "სამყაროსა და კულტურის მოდელი თომას მანის შემოქმედებაში მისი კულტურფილოსოფიური იდეების შუქზე", დაიცვა 1994 წელს. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.457; google.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |