The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი არაბიძე

გიორგი არაბიძე
დაბადების თარიღი:4 მარტი, 1998  (26 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვანი.

2005-2013წწ. თამაშობდა თბილისის "ლოკომოტივის" გუნდში; 2013 წელს გადაყვანილ იქნა "ლოკომოტივის" მთავარ გუნდში, სადაც 2 წელში ჩაატარა 33 ოფიციალური მატჩი და თავის გამოჩენა 21-ჯერ მოახერხა, რაც გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი იყო, განსაკუთრებით 16-17 წლის ნახევარმცველის პირობაზე; მალე გამოიძახებულ იქნა საქართველოს U17 ნაკრებში, სადაც უმაღლეს დონეზე გამოვიდა, ჩაატარა რა 10 მატჩი და გაიტანა 6 გოლი, პარალელურად საქართველოს U16 ნაკრებშიც ჩაატარა ერთი მატჩი და გოლიც გაიტანა; წარმატებული ასპარეზობის შედეგად წამყვანი ევროპული გუნდების ყურადღება დაიმსახურა; უკრაინული "შახტარის" მაშინდელი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუს მიერ მიწვეულ იქნა გუნდში; 2015 წლიდან  "შახტარს" შეუერთდა და დუბლებში დაიწყო თამაში, პარალელურად 17 წლის ასაკში, მთავარ გუნდთან თამაშის საშუალებასაც აძლევდნენ უკრაინის პრემიერ ლიგაში; კარგად წარმოაჩინა თავი უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, ტურნირის რეპორტირებისას ევროპელი და უკრაინელი ჟურნალისტები მას მოიხსენიებდნენ ეპითეტით, როგორც "ახალი მესი" ან "ქართველი მესი"; საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების და "შახტარ" დონეცკის ფეხბურთელი, გამოირჩევა უნიკალური ტექნიკითა და დრიბლინგით; ფეხბურთელი.

წყარო: int.soccerway.com


გააზიარე: