Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი არაბიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ვანი. 2005-2013წწ. თამაშობდა თბილისის "ლოკომოტივის" გუნდში; 2013 წელს გადაყვანილ იქნა "ლოკომოტივის" მთავარ გუნდში, სადაც 2 წელში ჩაატარა 33 ოფიციალური მატჩი და თავის გამოჩენა 21-ჯერ მოახერხა, რაც გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი იყო, განსაკუთრებით 16-17 წლის ნახევარმცველის პირობაზე; მალე გამოიძახებულ იქნა საქართველოს U17 ნაკრებში, სადაც უმაღლეს დონეზე გამოვიდა, ჩაატარა რა 10 მატჩი და გაიტანა 6 გოლი, პარალელურად საქართველოს U16 ნაკრებშიც ჩაატარა ერთი მატჩი და გოლიც გაიტანა; წარმატებული ასპარეზობის შედეგად წამყვანი ევროპული გუნდების ყურადღება დაიმსახურა; უკრაინული "შახტარის" მაშინდელი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუს მიერ მიწვეულ იქნა გუნდში; 2015 წლიდან "შახტარს" შეუერთდა და დუბლებში დაიწყო თამაში, პარალელურად 17 წლის ასაკში, მთავარ გუნდთან თამაშის საშუალებასაც აძლევდნენ უკრაინის პრემიერ ლიგაში; კარგად წარმოაჩინა თავი უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, ტურნირის რეპორტირებისას ევროპელი და უკრაინელი ჟურნალისტები მას მოიხსენიებდნენ ეპითეტით, როგორც "ახალი მესი" ან "ქართველი მესი"; საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების და "შახტარ" დონეცკის ფეხბურთელი, გამოირჩევა უნიკალური ტექნიკითა და დრიბლინგით; ფეხბურთელი. წყარო: int.soccerway.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |