შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ტვირთაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლაფანყური, თელავის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა სამკლასიანი სკოლა. მისი ოჯახი სოფელ არტანიდან ჩამოსახლდა XX საუკუნის ათიან წლებში; თანასოფლელები ტყიურას სახელით უფრო იცნობდნენ და ახსენებდნენ;დაიწყო შრომითი საქმიანობა კოლმეურნეობაში, ჯერ მწყემსად შემდეგ კი სხვადასხვა საქმიანობას ეწეოდა; თავის ლექსებში იგი, როგორც წესი, ჰკიცხავდა და დასცინოდა ხალხის საუკეთესო ადათ-წესების დამრღვევთ და ყოველდღიურ მახინჯ მოვლენებს, არ ინდობდა სხვებს და საკუთარ თავსაც კი, მაგრამ ყველაფერ ამას საოცრად თბილი და ტკბილი სიტყვებით აკეთებდა. მისი ლექსები 1991 წელს დაიბეჭდა იოსებ მთიბელაშვილის წიგნში "ლაფანყურელი მოლექსეები". სახალხო მთქმელი. წყარო: ლაფანყურელი მოლექსეები. თბ.,1991. - გვ. 64; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.296
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |