Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
კლარა ელჩიბეგაშვილი
Date of birth: | 7 March, 1948 |
Date of death: | 12 October, 2023 (at 75 years) |
Category: | Scientist, Educator, Philosopher |
Biography
დაბადების ადგილი: სოფელ ოსიაური, ხაშურის რაიონი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფიის სპეციალობით 1970 წელს და მიენიჭა ფილოსოფოსის, ფილოსოფიისა და საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებლის კვალიფიკაცია; სწავლა გააგრძელა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1968 წლიდან მუშაობდა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ჯერ უფროს მასწავლებლად, შემდეგ - დოცენტად; მრავალი წლის განმავლობაში იყო ამავე ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში; პარალელურად იკავებდა ფილოსოფიის კათედრის გამგის თანამდებობას; არის ორი მონოგრაფიისა და 21 სამეცნიერო შრომის ავტორი; 2004-2005წწ. იყო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი (პირველი პირის ხელმოწერის უფლებით), 2005-2006წწ. ასრულებდა რექტორის მოვალეობას; 2005-2007წწ. გორის უნივერსიტეტის რექტორი; დაჯილდოებულია არაერთი საპატიო სიგელით გორის უნივერსიტეტის წინაშე დამსახურებისათვის. პროფესორი.
დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "ნიკო ნიკოლაძის ფილოსოფიურ-ესთეტიკური შეხედულებანი" 1978 წელს. 1992 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო წოდება ფილოსოფიის დარგში.
წყარო: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი: gu.edu.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.249; ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო: facebook.com
Awards and Honors
- 2016 - საპატიო ხაშურელის წოდება
- 1999 - ღირსების ორდენი
სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი სამეცნიერო - პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი
Bibliography
|