The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბასა ფოცხიშვილი

ბასა ფოცხიშვილი
დაბადების თარიღი:1 დეკემბერი, 1964  (60 წლის)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (ლ. ღოღობერიძისა და ო. გვასალიას სახელოსნო) 1988 წელს.

1989 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; 1997 წლიდან მუშაობს რეკლამისა და მუსიკალური ვიდეოს რეჟისურაში; 1999 წლიდან თანამშრომლობს სხვადასხვა ტელეარხებთან; არის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის რეჟისურის პედაგოგი, სარეჟისორო სახელოსნოს ხელმძღვანელი; სტუდიის - "სტუდია 123" მფლობელი. გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები: "გულივერი" (1987), "დასასრული" (1988); ტელევიზიის I არხის საახალწლო პროექტები: "სადგური 2000" (2000), "გზავნილი XXI საუკუნეში" (2001); მუსიკალური ვიდეო კლიპები: "ვაგონი მიქრის", "Just Try", "რომანსერო", "სიყვარული დაფრინავს", "Passangers", "ზამთარი ერთად გადავაგოროთ"; სარეკლამო რგოლები: მოქალაქეთა კავშირისთვის ("გიხაროდენ"), ახალი მემარჯვენეებისათვის (დოუ-ნანა, "38", "მომე მამული") საარჩევნო კამპანიებისათვისა და ორგანიზაციებისათვის ალდაგი, მაგთი და სხვა. მონაწილეობდა ფესტივალებში: Casino Film Festival (1989), Edinbourg Film Festival, Cotbuss Film Festival, Trieste Film Festival, Berlinale, Berlin Interfilm Festival, Real Venus Film Festival, Московский к/ф "Кино без барьеров", Superfest XXVI, UCTRA EPICA და სხვა. მიღებული აქვს პრიზები საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის, სოციალური რეკლამისთვის, მუსიკალური ვიდეო კლიპისთვის. კინორეჟისორი. პოეტ მორის ფოცხიშვილის შვილი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.458


გააზიარე: