შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერი ფუტკარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი 1998 წელს; საარბრუკენის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორადი მარკეტინგისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი 2000 წელს; ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2002 წელს. 1993-1997წწ. იყო ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი; სს პროკრედიტ ბანკის საკრედიტო ექსპერტი (2000), უფროსი საკრედიტო ექსპერტი (2001). 2001-2002წწ. ფოთის კვანძგარეთა სალარო განყოფილების უფროსი; 2002-2005წწ. "პროკრედიტ ბანკის" ფოთისა და 2005-2006წწ. საბურთალოს ფილიალების მმართველი; 2006 წლიდან ცენტრალური ფილიალის მმართველი; ქართულ-გერმანული ურთიერთობის ცენტრის დამფუძნებელი (2003). წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.460
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |