The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ფუტკარაძე

ოთარ ფუტკარაძე
დაბადების თარიღი:20 აპრილი, 1951  (74 წლის)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ოლადაური, შუახევის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1978 წელს.

1969-1973წწ. იყო შუახევის რაიონის უბნის საუბნო საავადმყოფოს ფერშალი; 1978-1980წწ. აჭარის ტელე-რადიოკომიტეტის კორესპოდენტი; 1980-1982წწ. აჭარის ტელე-რადიოკომიტეტის რედაქტორი, 1982-1988წწ. უფროსი რედაქტორი, 1988-2003წწ. მთავარი რედაქტორი და თავმჯდომარის მოადგილე; 2004 წლიდან რადიომაუწყებლობის სამსახურის უფროსი. გაზეთ "დროებაში" გამოქვეყნებული აქვს სტატიები: "აჭარის შესახებ" (1980); "ჩვენებურთა სიმღერა" და "თურქეთის ქართველების ფოლკლორი" (1991).  

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.46; www.facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1997-)
  • სსრკ ჟურნალისტთა კავშირი, წევრი (1981-)

გააზიარე: