შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბიქტორ ნინიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ასკანა, ოზურგეთის მაზრა. დაამთავრა ექვსკლასიანი სკოლა. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე. ადრეული ასაკიდან შეუერთდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. რკინიგზის მუშათა შორის ეწეოდა აქტიურ პროპაგანდისტულ საქმიანობას. 1918 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა მუშათა პარტიამ დაასახელა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. იყო ეროვნული საბჭოს საბიბლიოთეკო კომისიის წევრი. სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება. სოციალ-დემოკრატი. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.303 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |