The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბიქტორ ნინიძე

დაბადების თარიღი:1890  (134 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ასკანა, ოზურგეთის მაზრა.

დაამთავრა ექვსკლასიანი სკოლა.

მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე. ადრეული ასაკიდან შეუერთდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. რკინიგზის მუშათა შორის ეწეოდა აქტიურ პროპაგანდისტულ საქმიანობას. 1918 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა მუშათა პარტიამ დაასახელა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. იყო ეროვნული საბჭოს საბიბლიოთეკო კომისიის წევრი. სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება. სოციალ-დემოკრატი. 

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.303

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭო (პარლამენტი), წევრი (1918-)

გააზიარე: