The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ქავთარაძე

გიორგი ქავთარაძე
ოფიციალური სახელი:გია ქავთარაძე
დაბადების თარიღი:19 აგვისტო, 1970  (53 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

 დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 1992 წელს, ინდიანას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურა 1993 წელს. 

1992-1993წწ. მუშაობდა საქართველოს შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროში სპეციალისტად; 1993 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ინდიანას უნივერსიტეტში სამართლის სკოლის ასპირანტურაში სწავლის პარალელურად, მუშაობდა იურიდიულ ფირმაში "Square, Sanders and Dampsey" იურსიტად; 1994-1995წწ. იყო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) საქართველოს წარმომადგენლობის საფინანსო ადმინისტრატორის თანაშემწე; 1995-1997წწ. იყო გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს წარმომადგენლობის ადმინისტარტორი; 1997-1998წწ. მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული პროექტის – "საქართველოს სახალხო დამცველის სამსახურის მხარდაჭერა" კონსულტანტად; 1998 წელს თებერვალში დაინიშნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინატორად, იმავე წლის ოქტომბერში – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორად; 1999 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტის მიერ სამი წლის ვადით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად (1999-2002) და მდივნად (2000-2001); 2002-2003 წწ. მუშაობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის – "ტაჯიკეთის რესპუბლიკის სასამართლო რეფორმა" სამართლებრივ კონსულტანტად; პარალელურად, მუშაობდა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის პროექტის – "პროკურატურის რეფორმა საქართველოში" სამართლებრივ კონსულტანტად; 2002 წელს დააფუძნა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება – "ქავთარაძე და პარტნიორები", იმავე წელს დააფუძნა ინდიანას უნივერსიტეტის ქართველ კურსდამთავრებულთა ასოციაცია. სხვადასხვა დროს მონაწილეობდა სასწავლო გადამზადების კურსებში. კერძოდ: "(UNICEF)-ის საკადრო რესურსების მართვა (1997, შვეიცარია, ჟენევა), (UNICEF)-ის პროგრამების მართვის დაგეგმარება და საერთო ბიუჯეტი" (1997, შვეიცარია, ჟენევა), "(UNICEF)-ის სახელფასო მეთოდოლოგია და სამუშაოთა კლასიფიკაცია" (1997წ, ეგვიპტე, კაირო), "სამოსამართლო სწავლება" (1999, აშშ, ნევადა), სამართლის ხელმისაწვდომობა – ცვლილებათა სტრატეგია" (2001, გაერთიანებული სამეფო, ლონდონი); "სასამართლო სისტემა" (2001წ, ისრაელი), "სასამართლო მართვა და რეფორმა" (2001, აშშ). 2005 წლის ივნისიდან დეკემბრამდე იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) თავმჯდომარე. 2005-2007წწ. იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი; 2007-2011 წწ.
საკონსულტაციო ფირმის "ქავთარაძე და პარტნიორები" მმართველი პარტნიორი; 2001 წლიდან საკონსულტაციო ფირმის "ჯეი-ემ-ქეი სამართლებრივი კონსულტაცია" პარტნიორი.  იუსტიციის უფროსი მრჩევლი (2001), სამართალმცოდნე. სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.463

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს იუსტიციის საბჭო, წევრი (1999-2002)
  • საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, თავმჯდომარე (2005-)

გააზიარე: