The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდრია ღულაძე

ანდრია ღულაძე
დაბადების თარიღი:11 მარტი, 1857
გარდაცვ. თარიღი:16 ივნისი, 1920  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:პედაგოგი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

1904 წლიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი. 1883-1885წწ. იყო პირველი ქართული საბავშვო ჟურნალ "ნობათის" რედაქტორ-გამომცემელი, რომელიც იაკობ გოგებაშვილთან და ეკატერინე გაბაშვილთან ერთად დააარსა. 1911 წელს იყო გაზეთ "დილას" რედაქტორ-გამომცემელი; 
ექვთიმე თაყაიშვილი თავის მოგონებებში, მოიხსენიებს, როგორც ნაკლებ განათლებულ, მაგრამ დიდი "ფართი-ფურთის და პრეტენზიის" კაცად, რომელსაც მეტად უყვარდა თავის წარმოჩენა, რის გამოც ხშირად ხდებოდა ილიას და აკაკის ქილიკის ობიექტი; საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.138; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: dspace.nplg.gov.ge; ქშწკგს პროსოპოგრაფია: society.iliauni.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების , ნამდვილი წევრი (1881-1911)

გააზიარე: