The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა თევზაძე

ოფიციალური სახელი:აქინი ( თურქ. Şanver Akın) შანვერ
სხვა სახელი:სანდრო იბერიელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:16 მარტი, 1945  (80 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მესტანი, სინოპის ვილაეთი, აიანჯიკის რაიონი.

დაამთავრა სტოკჰოლმის უნივერსიტეტის უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებელი (შვედ. Lärarhögskolan).
1877-1878წწ. წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ოსმალეთში გადასახლებულ ქართულ ოჯახის წევრი; 1965 წელს საცხოვრებლად შვედეთში გადავიდა; მუშაობდა მასწავლებლად, კორესპონდენტად, მოღვაწეობდა პროფკავშირში; 
ქართული კულტურით დაინტერესების შემდეგ კონტაქტი დაამყარა პარიზელ ქართველებთან (1969); 1973 წელს თურქეთში მცხოვრები ქართველებისათვის მოამზადა ქართული ენის მოკლე სახელმძღვანელო; 1977-1979წწ. გამოსცა ჟურნალ "ჩვენებურის" პირველი ხუთი ნომერი; 1991 წელს შვედურ და ინგლისურ ენებზე გამოსცემდა ჟურნალს "Nyeter från Georgien" ("სიახლეები საქართველოდან") და "News from Georgian Republic", მაგრამ ამ გამოცემების სიცოცხლე ხანმოკლე აღმოჩნდა; ისტორიული გამოკვლევების ავტორი.


გააზიარე: