The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდრო ზაზროევი

ანდრო ზაზროევი
სხვა სახელი:ანდრო ზაზროშვილი
დაბადების თარიღი:21 ოქტომბერი, 1925
გარდაცვ. თარიღი:16 მარტი, 1987  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ლენინაბადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი 1966 წელს.

ფეხბურთის თამაში დაიწყო ადრეულ ასაკში. ითამაშა საქართველოს სსრ–ს ახალგაზრდულ გუნდში, შემდეგ თბილისის "დინამოს" ოსტატთა გუნდში; სხვადასხვა დროს იცავდა მოლოტოვის "კრილია სოვეტოვის", სოხუმის "დინამოს", თბილისის "დინამოსა" და კიევის "დინამოს" ღირსებას; ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში; 1952–1955წწ. წლებში თამაშობდა კიევის "დინამოში"; იყო საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების მეორე გუნდის კაპიტანი; 1968 წლიდან 5 სეზონი (შესვენებებიანად) იყო ვლადიკავკაზის (მაშინდელი ორჯონიკიძე) "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1950), საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი (1951. 1952), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (1952), რუსეთის სფსრ-ს დამსახურებული მწვრთნელი (1969), საბჭოთა კავშირის საუკეთესო თავდამსხმელი. ფეხბურთელი, მწვრთნელი, თავდამსხმელი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1955 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • 1954 - სსრკ თასის მფლობელი

გააზიარე: