The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



როლანდ გილიგაშვილი

როლანდ გილიგაშვილი
დაბადების თარიღი:18 მარტი, 1952
გარდაცვ. თარიღი:13 ივნისი, 2023  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი არაშენდა, გურჯაანის მუნიციპალიტეტი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1974 წელს.

1978-1983წწ. მუშაობდა თბილისის პროკურატურის სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეებზე ზედამხედველობისა და საგამოძიებო განყოფილების პროკურორად; 1983-1986წწ. კალინინის რაიონის პროკურორი; 1986-1997წწ. მუშაობდა საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე; 1997-1999წწ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე; 1999-2001წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №12 გურჯაანის საარჩევნო ოლქიდან; 2001-2003წწ. საქართველოს იუსტიციის მინისტრი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

წყარო:  საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 122

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2001)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (1999-2001)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2001)

გააზიარე: