შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანატოლი გორგოშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი გამოთვლითი მათემატიკის სპეციალობით 1968 წელს. 1966-1969 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი ცენტრის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1969-1971 წწ. საბჭოთა კავშირის რადიოტექნიკური მრეწველობის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სტაჟიორი ინჟინერი (ქ. მოსკოვი), 1971-1974 წწ. ამავე ინსტიტუტის ასპირანტი თეორიული და ექსპერიმენტული რადიოფიზიკის სპეციალობით, 1974-1978 წწ. იქვე უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ხოლო 1978-1986 წწ. ლაბორატორიის ხელმძღვანელია; 1986-1997 წწ. სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ "ტალღას" ექსპერიმენტულ - კვლევითი კომპლექსის უფროსია; 1997 წლიდან საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის განვითარების სამმართველოს უფროსია, საქართველოს სასაზღვრო მონიტორინგის სისტემა "იორის" მთავარი კონსტრუქტორი; 1986-1997 წწ. იგი ლექციებს კითხულობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხოლო 1997 წლიდან საქართველოს საბაჟო აკადემიაში. 2003 წელს იყო მონტერეის საერთაშორისო სწავლების ინსტიტუტი სტაჟიორი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.169; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.225 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |