შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ბალაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბალაანი, ახალგორის რაიონი. დაამთავრა თბილისის ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი. 1972-1974წწ. სოფელ ბალაანის კოლმეურნეობის წევრი; 1974-1976წწ. სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1976-1981წწ. სოფელ ბალაანის კოლმეურნეობის წევრი, ბრიგადირი, მეცხვარეობის ფერმის გამგე; 1981-1982წწ. ლენინგორის სამეურნეობათაშორისო გაერთიანების ფერმის მმართველი; ს. ბალაანის კოლმეურნეობის ზოოტექნიკოსი (1983); 1983-1985წწ. კორინთის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის მეცხოველეობის ფერმის გამგე; 1985-1986წწ. ცხინვალის ჯიშთსაშენი სადგურის ზოოტექნიკოსი; 1987-1991წწ. ს. ლარგვისის კოლმეურნეობის ზოოტექნიკოსი, არენდატორი; ახალგორის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1992); 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ახალგორის №5.31 ახალგორის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: web.archive.org; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 82 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |