The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე არდიშვილი

სხვა სახელი:მართლის მთქმელი
დაბადების თარიღი:1875
გარდაცვ. თარიღი:1905  (30 წლის ასაკში)
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. 1893-1894 წლებში ზესტაფონში ჩამოყალიბდა მამულიშვილ მასწავლებელთა (თ. ხუსკივაძე და ომან იოსელიანის) გავლენით აღზრდილი ახალგაზრდობის ჯგუფი, რომელმაც კულტურული მუშაობა დაიწყო, ამ ჯგუფის აქტიური წევრი იყო ივანე აედიშვილი, რომელიც  შემდეგ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაება, მან ზესტაფონში ალ. არაბიძის მიერ გახსნილ წიგნთსაცავ-სამკითხველოს დაარსებაში  მიიღო მონაწილეობა და ნივთიერადაც ეხმარებოდა. იყო მ. გაჩეჩილაძის მიერ ბათუმში დაარსებული საგამომცემლო ამხანაგობა "გლეხის" წევრი, არალეგალურ წიგნებს ზესტაფონში და მის ახლო-მახლო ავრცელებდა. მან ბათუმიდან გადმოტანილი საიდუმლო სტამბა საკუთარ შენობაში (ილია მაღლაკელიძის მაღაზიაში) მოაწყო. პოლიტიკურ მოძრაობასთან დაკავშირებით, ჯგუფის ორ მიმდინარეობად გაყოფის შემდეგ, ივანე არდიშვილი სოციალისტ-რევოლუციონერთა ფრთას გაჰყვა, შექმნა დასავლეთ საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პირველადი ორგანიზაცია, რომელსაც დიდ მატერიალურ დახმარებას უწევდა. 1901 წლის 27 ნოემბერს აირჩიეს ყვირილის თეატრის ამხანაგობის გამგეობის თავმჯდომარედ. მისი ფულადი დახმარებით ზესტაფონში საუცხოო თეატრი აშენდა. 1904 წელს, სოციალისტ-რევოლუციონერთა ჯგუფმა შეიარაღების მიზნით, იარაღის შეგროვება და ყუმბარების დამზადება დაიწყო, ამ თეატრის ქვეშ იყო მოთავსებული ყუმბარების დასამზადებელი სახელოსნო. ივანე არდიშვილის მონაწილეობით და ხელმძღვანელობით, ყარამან კიკნაველიძის მეთაურობით ჩამოყალიბდა პირველი საიდუმლო მებრძოლი რაზმი, რომელსაც ივანე არდიშვილი აფინანსებდა. მისივე თაოსნობით დაარსდა ზესტაფონში ბანკი-საკრედიტო საზოგადოება, რომლის დირექტორიც თვითონ იყო, თავმჯდომარეობდა ზესტაფონის სამკითხველო-ბიბლიოთეკას, კრებდა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს ("ჯეჯილი" №6, 7,12) და სხვ. მისი თაოსნობით აგებული თეატრი 1906 წლის რეაქციის დროს გენერალმა ალიხანოვ-ავარელმა გადაწვა.  1905 წლის 26 დეკემბერს ივანე არდიშვილი შემთხვევით ხელში აფეთქებულმა ყუმბარამ იმსხვერპლა. საზოგადო მოღვაწე, ზესტაფონის პირველი საგანმანათლებლო-პოლიტიკური წრის ხელმძღვანელი და დამფინანსებელი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.195;


გააზიარე: