შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე აროშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვიანი, ლანჩხუთის რაიონი. 1896 წლიდან ბათუმში როშტილდის ნავთობის ქარხანაში მუშად მუშაობდა. რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება 1902 წლიდან, იყო სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის წევრი, რამდენჯერმე დაადანაშაულეს სამშობლოს ღალატსა და ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის მიღებისათვის, ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას. 1905 წლიდან მონაწილეობდა გურიის წითელი "მფრინავი რაზმის" შედგენაში. ივანე აროშიძე მონაწილეობდა თვითმპყრობლობის წინააღმდეგ იარაღის შეგროვებაში, ნასაკირალის უღელტეხილზე პლასტუნებზე თავდასხმაში, საჯავახო-ლანჩხუთის შუა რკინიგზის ლიანდაგის დანგრევასა და ბოგების აფეთქებაში და სხვ. 1907 წელს რსდმპ გურიის კომიტეტისაგან დაევალა ოზურგეთის მაზრის ყოფილი უფროსის, ერმოლოვის წინააღმდეგ ტერორის განხორციელება, რაც 5 აგვისტოს ალ. დგებუაძის დირექტივების თანახმად შეასრულა, დაპატიმრების შემდეგ რსდმპ კომიტეტი ციხიდან გაქცევაში დაეხმარა. სხვადასხვა დანაშაულებების გამო რუსეთის ციხეებში სულ 9 წელი გაატარა. პატიმართა ამბოხებაში პატიმართა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აქტიურ მონაწილეობას იღებდა. მისი თაოსნობით ნოვოროსიის ციხეში ციხის პირობების გაუმჯობესებისათის შიმშილობით გაფიცვა მოაწყო. ხშირად იყო ციხის საიდუმლო კომიტეტის თავმჯდომარე და მამასახლისი. ტყვეობიდან განთავისუფლდა რევოლუციის შემდეგ. აქტიურად ჩაება სასოფლო-საზოგადოებრივ მუშაობაში. მონაწილეობდა სოფელ ქვიანის რკინიგზის სადგურის დაარსებაში, სკოლისა და გზების მშენებლობაში. პერიოდულად გაზეთებში აქვეყნებდა კორესპონდენციებს. რევოლუციონერი, საზოგადო-სასოფლო მოღვაწე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.201
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |