The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯაბა კანკავა

ჯაბა კანკავა
დაბადების თარიღი:18 მარტი, 1986  (39 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
2004 წელს დაიწყო საკლუბო კარიერა თბილისის "დინამოში". იმ სეზონში კლუბთან ერთად საქართველოს თასის მფლობელი გახდა, ასევე წარმატებით იასპარეზა ევროტურნირებზე, პრაღის "სლავიას" წინააღმდეგ მის მიერ გატანილმა გოლმა "დინამოს" შემდეგი ეტაპის საგზური მოუტანა, რომლის გავლის შემდეგაც საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი უეფას რანგით მეორე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. "დინამოში" წარმატებული სეზონის შემდეგ  ვლადიკავკაზის "ალანიაში" გადავიდა, სადაც 12 მატჩი ჩაატარა; 2005 წლის სეზონის შემდეგ ქართველი ნახევარმცველი უკრაინაში გადავიდა, კერძოდ კიევის "არსენალში", სადაც 24 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. 2007 წლიდან  დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" ჩაირიცხა, სადაც სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, სადაც პირდაპირ ძირითად შემადგენლობაში დააყენეს; 2007 წლის ბოლოს უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთი ტურის გმირად აღიარეს; 2007-2008წწ. 22 მატჩში 3 გოლი გაიტანა; 2008-2009წწ. 3 მატჩი და 0 გოლი; 2015 წლიდან საფრანგეთის უმაღლესი ლიგის კლუბ "რეიმს"-ის წევრია; 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კანკავამ მხოლოდ 2 მატჩი, სულ კი ნაკრებში 25 მატჩი ჩაატარა; ფეხბურთელი, დნეპროპეტროვსკის "დნიპროსა" და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი და კაპიტანი. საქართველოს თასის მფლობელი (2003, 2004), უკრაინის პრემიერ ლიგის მეორე ადგილის მფლობელი (2013, 2014); 2019 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთო).

წყარო: static.fifa.comint.soccerway.comsportall.ge


გააზიარე: