The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოჩა ბარნოვი

გოჩა ბარნოვი
დაბადების თარიღი:18 მარტი, 1962  (57 წლის)
კატეგორია:თეოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1988 წელს; 
თბილისის სასულიერო აკადემია 1998 წელს; ათენის კაპოდისტრიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტი 2003 წელს; 2003-2015წწ. ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის განყოფილება. 

1988-1994წწ. მუშაობდა თბილისის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტ "ეგრისში"; 2003-2007წწ. ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის სამაგისტრო განყოფილება Master, სამაგისტრო თემა: "კირილე ალექსანდრიელის ანთროპოლოგია იოანეს სახარების კომენტარების მიხედვით"; 2007–2015წწ. ამავე უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის სადოქტორო განყოფილებაში, სადოქტორო თემა: "იპოლიტე რომაელის ესქატოლოგია"; 2012 წლიდან არის თბილისის სასულიერო სემინარიის და აკადემიის პედაგოგი დოგმატურ ღვთისმეტყველებასა და კანონიკურ სამართალში; 2018 წლიდან სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის (საბაუნი) თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი.

წყარო: წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი: orthodoxtheology.ge; ახალი საქართველოს უნივერსიტეტი: ngu.edu.ge


გააზიარე: