The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათია თოდუა

ნათია თოდუა
დაბადების თარიღი:12 მარტი, 1996  (29 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაიბადების ადგილი: ქ. თბილისი. 
სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტში, ეკონომიკის განხრით.

2013 წელს მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ კონკურს "მაგთიფანში"; 2014 წელს  X Factor Georgia-ში, ხოლო 2015 წელს –  X-Factor Ukraine-ში; 2016 წელს საცხოვრებლად გადავიდა ბრუხზალში (გერმანია), სადაც ოპერის პროგრამით დაიწყო მუშაობა; მონაწილეობა მიიღო The Voice of Germany-ს მეშვიდე სეზონის შესარჩევ ტურში, რომლის წარმატებით გავლის შედეგად, შეუერთდა ფინელი მუსიკოსის და ჯგუფ Sunrise Avenue-ს სოლისტის, სამუ ჰაბერის გუნდს. 2017 წლის 17 დეკემბერს The Voice of Germany-ს ფინალურ შოუში მან მოიპოვა შემოსული ხმების 50.1% და გახდა The Voice of Germany 2017-ის გამარჯვებული; გამარჯვების შემდეგ მან კონტრაქტი გააფორმა Universal Music Group-თან. 2017 წლის 29 დეკემბერს დასახელდა როგორც გერმანიის ევროვიზიის ეროვნული კონკურსის, Unser Lied für Lissabon-ის ერთ-ერთი მონაწილე; 2017 წელს მიიღო 3 წლიანი სტიპენდია, რომლის წყალობითაც ბერლინის ხელოვანთა ვილაში "Löwenpalais" ცხოვრობდა, როგორც საერთაშორისო ხელოვანი / მუსიკოსი; 2019 წელს შეწყვიტა კონტრაქტი Universal Music Germany - თან და დამოუკიდებლად გამოუშვა თავის სადებიუტო ალბომი "Miss You", რომლის პრეზენტაციაც 10 იანვარს 2020 წელს ქალაქ ბერლინში სოლო კონცერტის სახით გაიმართა; 2019-2020 წლებში იყო საქართველოს მუსიკალური მეგა პროექტის "საქართველოს ვარსკვლავის" მოწვეული ჟიურის წევრი; 2022 წელს მონაწილეობა მიიღო გერმანიის ყველაზე დიდ და მაშტაბურ ჯაზის ფესტივალზე Jazz Open Stuttgart, სადაც სცენას იზიარებდა მუსიკოსებთან ერთად როგორებიც არიან: Sting, Jorja Smith, Celeste, Katie melua, Jamie Cullum, Larkin Poe, lenny kravitz და ა. შ., 2022 წლის 9 ოქტომბერს შექმენა ოჯახი, მეუღლე დავით ზურაბაშვილი, 2023 წლის 5 მარტს შეეძინა შვილი ჰუგო ზურაბაშვილი; 2023 წელს ბერლინში შექმენა საკუთარი ბენდი, რომელიც აქტიურად ღებულობს მონაწილეობას გერმანიის მუსიკალურ ფესტივალებზე; ამ ეტაპზე მუშაობს ახალ EP - ზე. მომღერალი, რომელიც ცნობილი გახდა The Voice of Germany-ს მეშვიდე სეზონის მოგების შემდეგ.

წყარო: ნათია თოდუას მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები; ახალი ამბების სააგენტო: sputnik-georgia.com


გააზიარე: