შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერი ალანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შუა ქვალიონი, ხობის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაცევტული ფაკულტეტი პროვიზორის სპეციალობით 1960 წელს. 1960-1965 წწ. მუშაობდა აბაშის რაიონის სოფელ ონტოფოს აფთიაქის მმართველად; 1965-1978 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ფიტოქიმიის განყოფილების უმცროსი, 1978-1989 წწ. უფროსი, 1987 წლიდან წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი. ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.176; თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინტიტუტი: web.archive.org ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |