Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ ჭელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. იცავდა თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების ღირსებას; საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებში ჩატარებული აქვს ერთი მატჩი; საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1976) და ფინალისტი (1970) თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში; 1973 წელს თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. "კარაველას თასის" - ტროფეო კოლომბინოს (ესპ. Trofeo Colombino de fútbol) გამარჯვებული ხდება, სადაც ტურნირის ფინალში თბილისის "დინამოელები" ლისაბონის "ბენფიკას" ანგარიშით 3-1 ამარცხებენ; თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 257 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა; ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში "დინამოს" ღირსება 8 შეხვედრაში დაიცვა და ერთი ბურთი გაიტანა, აქედან ერთი შეხვედრა - თასების მფლობელთა თასის, ხოლო 7 - უეფა-ს თასის გათამაშებაში აღსანიშნავია, რომ მან ერთის გარდა, ყველა ეს შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა. 4 გზის საბჭოთა კავშირის ბრინჯაოს პრიზიორი (1967, 1971, 1972, 1976), კარაველას თასის მფლობელი (1973). ფეხბურთელი, მცველი. წყარო: ქართული სპორტის სტატისტიკა: sportstat.gov.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |