Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ ბარბაქაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბაღდათი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიისა და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ - ტექნოლოგის სპეციალობით 1968 წელს. 1970-1974 წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1974-1977 წწ. იყო საბჭოთა კავშ-ირის მეცნიერებათა აკადემიის ნ. დ. ზელინსკის სახელობის ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ასპირანტი (ქ.მოსკოვი); 1978 წელს იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 1978-1982 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1982-1985 წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი სპეციალისტი; 1985-1989 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიორგანული ქიმიის დარგობრივი ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1989-2001 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 2001 წლიდან წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი. 1999 წ. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. დურმიშიძის სახელობის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში და მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1996 წ. უტრეხტის უნივერსიტეტის (ქ. უტრეხტი, ნიდერლანდები) მიწვეული მეცნიერ მკვლევარი (უტრეხტის უნივერსიტეტის სტიპენდია); 2002 წ. უტრეხტის უნივერსიტეტის (ქ. უტრეხტი, ნიდერლან-დები) მიწვეული მეცნიერ მკვლევარი [ნიდერლანდების სამეცნიერო კვლევების ორგანიზაციის (NWO) გრანტი]; 2006-2017 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მცენარეული ბიოპოლიმერების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; 2017 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მცენარეული ბიოპოლიმერების და ბუნებრივ ნივთიერებათა ქიმიური მოდიფიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ.. -თბ., 2012.-გვ.176 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |