The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ქათამაძე

გრიგოლ ქათამაძე
დაბადების თარიღი:12 აგვისტო, 1961  (62 წლის)
კატეგორია:დიპლომატი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა კიევის კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 1985 წელს.

1985-1987წწ. იყო სსრკ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის უმაღლესი სკოლის თბილისის ფაკულტეტის სასწავლო განყოფილების ინჟინერი, ზოგადი იურიდიული დისციპლინების კათედრის სასწავლო კაბინეტის უფროსი;  1987-1988წ. მსახურობდა სსრკ-ს შეიარაღებულ ძალებში; 1988-1993 წწ. სასწავლო კაბინეტის უფროსი, უფროსი პედაგოგი, ასოცირებული პროფესორი, კათედრის უფროსის მოადგილე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ზოგადი იურიდიული დისციპლინების კათედრის უფროსი; 1993-1994წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ; 1995-1998წწ. იყო უკრაინაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; 1998-2000წწ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე; 2000-2007წწ. უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; 2001-2003წწ. უკრაინაში, მოლდოვას რესპუბლიკასა და რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; 2007-2008წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2009-2013წწ. იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში. 2008-2009წწ. სს "საქართველოს ბანკის" საერთაშორისო განვითარების დირექტორი; 2013-2014წწ. კომპანია BETEK-ის მრჩეველი; 2014-2015წწ. TNK GLOBAL GROUP-ის პრეზიდენტი; 2015 წლიდან  სრულიად უკრაინის გადამხდელთა ასოციაციის პრეზიდენტი; 2020 წლიდან შპს PETRO OIL AND CHEMICALC – დირექტორი (შეთავსებით); 2020 წლიდან შპს "UKRAINIAN ENERGY SOLUTIONS 2018"-ის გენერალური დირექტორი. არის მთელი რიგი სამეცნიერო შრომების ავტორი. მიღებული აქვს ჯილდოები: შინაგან საქმეთა სამინისტროს მედალი წარჩინებული მუშაობისთვის (1988), წმინდა სტანისლავის ორდენის III ხარისხის სარდლის ჯვარი (2001), წმინდა გიორგის მედალი "პატივი, დიდება, შრომა"(2002), უკრაინის ღირსების ორდენი (უკრაინის პრეზიდენტის 2006 წლის 19 აპრილის ბრძანებულების საფუძველზე), იაროსლავ ბრძენის ორდენი (უკრაინის პრეზიდენტის 2007 წლის 7 სექტემბრის ბრძანებულების საფუძველზე). უკრაინის გადასახადის გადამხდელთა ასოციაციის ხელმძღვანელი. იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი (უკრაინა, 1991). მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.465; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.155

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბოჰდან სტუპკას ფონდის სამეურვეო საბჭო, წევრი
  • ევროპის გადამხდელთა ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი
  • უკრაინის ბიზნეს საბჭოს სამეთვალყურეო საბჭო, წევრი
  • უკრაინის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის დირექტორთა საბჭო, წევრი
  • უკრაინის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის კოლეგია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - ღირსების ორდენი
  • 2009 - ღირსების ორდენი

გააზიარე: