The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოფიო ხორგუანი

სოფიო ხორგუანი
დაბადების თარიღი:30 მარტი, 1974  (51 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გულრიფში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ფილოლოგიური ფაკულტეტი გერმანული ენის სპეციალობით 1996 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა გერმანული ლიტერატურის სპეციალობით 2000 წელს; დასრულებული აქვს საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციასთან არსებული დიქტორთა და წამყვანთა კურსები (1996), თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა (2003), მარშალის უსაფრთხოების სწავლების ცენტრი (გერმანია, 2007), თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მაგისტრატურა, სპეციალობა – "საჯარო სამართალი" (2008). მუშაობდა მასწავლებლად, ჟურნალისტად; 2009-2011 წწ. რესპუბლიკური პარტიის აქტიური წევრი იყო; ადამიანის უფლებათა დამცველი. 2007-2009 წწ. საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე. 


გააზიარე: