The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დემნა გვასალია

დემნა გვასალია
დაბადების თარიღი:25 მარტი, 1981  (44 წლის)
კატეგორია:დიზაინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ანტვერპენის სამეფო აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე.

ხელმძღვანელობდა Maison Martin Margiela-სა და Louis Vuitton-ის გუნდებს. ამჟამად ის არის Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორი და VETEMENTS-ის მთავარი დიზაინერი.საქართველოში მან გაატარა ცხოვრების 17 წელი; მოდის ინდუსტრიაში მომავალი ვარსკვლავის ახალგაზრდობის წლებმა სსრკ-ს სამხედრო კონფლიქტის დროს გაიარა;  იძულებული იყო ხშირად შეეცვალა საცხოვრებელი გარემო; საბოლოოდ კი აღმოჩნდა ლონდონში, შემდეგ კი გერმანიაში. თავისი სტილის საპოვნელად დემნას საკმაო დრო დასჭირდა; დიზაინერმა დაუყვოვნებლივ მიიღო შეთავაზება და დაიწყო მოდის გიგანტის შიგნიდან შესწავლა; მისი შემდგომი ნაბიჯი მოულოდნელი იყო. ინდუსტრიაში იმედგაცრუებულმა თავის მეგობრებთან (Margiela-დან) შექმნა Vetements (ფრანგულად "ტანსაცმელი"), საკუთარი მოდის ხაზი, რომლითაც სურდა თავისი ხედვის მსოფლიოსთვის გაზიარება; გვასალია 2016 წლის FASHION AWARDS-ის დაჯილდოებაზე, სადაც აიღო მზა ტანსაცმლის საერთაშორისო დიზაინერის პრიზი Vetements მოჰყვა სწრაფი გამოხმაურება; ამ მოდის ხაზმა დაანგრია ტრადიციული მოდის კოდები. სინამდვილეში მისი გუნდი არ ფიქრობდა, იმავეს, რასაც სხვა მოდის სახლები. მათი მოტივი იყო ის, რომ ტანსაცმელი, რომელიც მოდის ჩვენებებზე გამოჰქონდათ გაყიდულიყო მაღაზიებში. დიზაინერის ნამუშევრები არის შეძლებისდაგვარად რეალისტური და სატარებლად კომფორტული; 2015 წლის ოქტომბერში დემნა დანიშნეს Balenciaga-ს შემოქმედებით დირექტორად; Vetements-ის სახელი გახმაურდა მაშინ, როდესაც მისმა ჯგუფმა ჩვენება მოაწყო ჩინურ რესტორანში Le Président-ში, შემდეგი ჩვენება გაიმართა პარიზის ერთ-ერთი კვარტლის მარეს გეი კლუბში - Le Dépôt. მარტში გუნდმა კიდევ გააკვირვა საზოგადოება ამერიკის საკათედრო გამზირზე გამართული ჩვენებით, სადაც სტუმრები დაბალ სკამებზე ისხდნენ; 2016 წელს გამოცემამ Business of Fashion-მა წლის პერსონად აღიარა. 2016 წლის Fashion Awards-ის დაჯილდოებაზე აიღო წლის მზა ტანსაცმლის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო, ხოლო Vetements გახდა წლის საერთაშორისო ქალაქური ლუქს კლასის ბრენდი; მოდის დიზაინერი.

წყარო: stylenews.rumodnohod.ru

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2022 - თბილისის საპატიო მოქალაქე

გააზიარე: